ახალი ამბები
ქუთაისში თოვლმა გზებზე პრობლემები შექმნა
FaceBook

ქუთაისში მოსულმა თოვლმა, როგორც ცენტრალურ, ასევე, შიდა გზებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.


ამ დრომდე გაუწმენდავია გზების ნაწილი გარეუბნებში. შეფერხებით გადაადგილდება საქალაქო ტრანსპორტი. გზის სხვადასხვა მონაკვეთზე თოვლის საფარის გამო საცობები შეიქმნა.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ  გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მერიის ააიპ „სპეციალურ სერვისებში“ კი ირწმუნებიან, რომ ტექნიკური მარილის საკმარისი მარაგიც აქვთ და ამ მხრივ, ქალაქს პრობლემა არ შეექმნება.

ქუთაისში მესამე დღეა თოვს. თოვამ ყველაზე დიდი პრობლემა მოსახლეობას ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გათიშვის გამო შეუქმნა.

აბონენტების ნაწილს გაზი მესამე დღეა არ მიეწოდება.


Print