ახალი ამბები
ქუთაისში, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი აღდგა
FaceBook
ქუთაისში სკოლებსა და ბაგა-ბაღებში, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენის შემდეგ, სასწავლო პროცესი  დღეს განახლდა.

ქალაქში გაზის მიწოდების შეფერხების გამო სასწავლო პროცესი ერთი დღით შემწყდარი იყო.


ქუთაისში მოსახლეობის ნახევარს ბუნებრივი აირის მიწოდება 12 თებერვალს შეუწყდა.

"სოკარ ჯორჯია გაზში" 11 თებერვალს განმარტავდნენ, რომ პრობლემა გაზსადენზე მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია.  რა პრობლემები შექმნა ქალაქში ბუნებრივი აირის გათიშვამ, ნახეთ აქ.
Print