ახალი ამბები
„ტექნიკური მარილის საკმარისი მარაგი გვაქვს“ - ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალური სერვისები“
FaceBook

ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალურ სერვისებში“ აცხადებენ, რომ ტექნიკური მარილის მარაგი აქვთ და ამ თვალსაზრისით ქალაქს პრობლემა არ შეექმნება.


„მარაგში გვაქვს 30 ტონა ტექნიკური მარილი და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავიმატოთ. ამ მხრივ პრობლემა არ შეიქმნება“,- ამბობს ააიპ „სპეციალური სერვისების“ პრესსამსახურის წარმომადგენელი, გიორგი მჟავანაძე.

ქუთაისში მოსულმა თოვლმა გზის რამდენიმე მონაკვეთზე პრობლემები შექნა. შეფერხებით გადაადგილდებოდა საქალაქო ტრანსპორტიც. ყველაზე დიდი პრობლემა კი მოსახლეობას გათიშული გაზისა და ელექტროენერგიის გამო შეექმნა. გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, 12 თებერვალს აბონენტების 60%-ს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა.


გაზის გათიშვის შემდეგ, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების გამო, დენის მიწოდება  შეუწყდა რამდენიმე უბანს.

„სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღუდგება.

Print