ახალი ამბები
მუხურა-ტყიბულის გზაზე თოვლმა ორ მეტრს გადააჭარბა - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ
FaceBook
მუხურა - ტყიბულის დამაკავშირებელ გზაზე თოვლის საფარის გამო მოძრაობა სრულად პარალიზებულია და სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს


ადგილობრივების  განმარტებით, თოვლმა ორ მეტრს გადააჭარბა.

,,ამ დროისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარებით მუხურა ვერ სარგებლობს და  1500 ადამიანი კვლავ თოვლის ტყვეობაში რჩება," - ამბობს ტყიბულის მკვიდრი ცოტნე აბესაძე.

მუხურაში მცხოვრებლები მთავრობისგან ყურადღებასა და დახმარებას ითხოვენ. 

"მივმართავთ შესაბამის უწყებებს სასწრაფოდ დაუბრუნდნენ მუხურა-მუჯირეთის გზის საკითხის ინიცირებას და უახლოეს მომავალში გადაწყდეს დადებითად, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება კონკრეტულ თანამდებობის პირებს და პასუხისგება ამ ყველაფერზე იქნება ძალიან მკაცრი," - აცხადებენ ,,ახალგაზრდული  მოძრაობა ძლიერი მუხურას" წევრები. 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ წუთებში ორი თოვლმწმენდი ტრაქტორი ინტენსიურად მუშაობს გზის გასახსნელად, თუმცა ურთულესი კლიმატური პირობების გამო სამუშაოები ძალიან ძნელდება.


Print