ახალი ამბები
იმერეთში მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება
FaceBook

იმერეთის რეგიონში  მოსახლეობას ელექტრონერგია შეზღუდულად მიეწოდება.


ამ დროისთვის დენის  გარეშეა დარჩენილი ქუთაისში აბონენტების ხუთი პროცენტი  და თერჯოლის მოსახლეობის დიდი ნაწილი. 

"ენერგო-პრო ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ დენის მიწოდების შეფერხება ელექტროენერგიის  მოხმარების დატვირთვას უკავშირდება, რომელიც თავის  მხრივ,  ბუნებრივი აირის ორდღიანმა წყვეტამ გამოიწვია. 

"მოხმარების უეცარმა ზრდამ გამოიწვია ლოკალური, ინდივიდუალურ-ტექნიკური პრობლები ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე. ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ეს გააგრძელება იქამდე, სანამ ქუთაისში ყველა აბონენტს სტაბილურად არ მიეწოდება ელექტროენერგია, ამ მომენტისთვის ქალაქის აქტიური მომხმარებლის 5% -ს დენი არ მიეწოდება", - ამბობს  "ენერგო-პროჯორჯიას"  ქუთაისის  სერვისცენტრის პრესამსახურის წარმომადგენელი თეონა გეგუჩაძე. 

რაც შეეხება, თერჯოლის მოსახლეობას, მუნიციპალიტეტში განმარატვენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფი გაგზავნილია.


ქუთაისში, მოსახლეობას  ბუნებრივი აირი მეორე დღეა შეზღუდულად მიეწოდება. "სოკარ ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ  ძლიერმა ყინვებმა გაზის მილები დააზიანა, რაზედაც ამდრომდე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს. 

რა პრობლემები გამოიწვია  ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებამ ქალაქში ნახეთ აქ.


 

Print