ახალი ამბები
"მოდით და გათბით" - გოგი წულაიას ჩავარდნილი პერფორმანსი (ვიდეო)
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარეს გოგი წულაიას ქუთაისის მერიის შენობის წინ პერფორმანსის მოწყობის შესაძლებლობა არ მიეცა.
პოლიტიკური პარტიის წევრმა მერიასთან შეშა მიიტანა, რომლის დანთება უნდოდა. თუმცა, მერიის დაცვის თანამშრომლებმა ამის უფლება არ მისცეს.



"იმის გამო რომ ქალაქში უკვე მეორე დღეა გაზი არ არის მინდოდა ჩემი პერფორმანსით გამოვხმაურებოდი, მაგრამ ხომ ხედავთ ამის უფლება არ მომცეს. მოთოვა სულ 5 სმ და ხუთ სანტიმეტრზე ქალაქი არის პარალიზებული. ამაზე უნდა გადადგეს მერი", - ამბობს გოგი წულაია.




გოგი წულაიას პერფორმანსი "მოდით და გათბით"  - ამ სახელწოდების პერფორმანსით ქალაქში  ბუნებრივი აირის გამორთვას ეხმიანებოდა.


Print