ახალი ამბები
"ვითხოვთ კუთვნილ ხელფასს" - ქუთაისის სამკერვალოს ყოფილი თანამშრომლების პროტესტი
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, სამკერვალო ფირმის “ქუთექსის” თანამშრომლებმა ხელფასის მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს.


მათი  თქმით, კუთვნილი ხელფასი 4 თვეა  არ აუღიათ, ფირმა კი 7 თვეა დაყადაღებულია. 

“ყოველდღე გვქონდა საუბარი უფროსებთან, მაგრამ ხელფასს არ გვაძლევდნენ, ვითხოვთ კუთნილ ხელფასს და ვაპროტესტებთ უსამართლობას. 7 თვეა საოალაქო სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, პირველი ეტაპი დაკმაყოფილდა და ყადაღა დაადეს კომპანიას. თუმცა, მეორე ეტაპი გაჭიანურდა, მოვითხოვთ დააჩქაროს მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღება. ფაბრიკიდან 4 თვის იძულებით გადაცდენას და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ვითხოვთ", -  ამბობს სამკრვალო ფაბრიკა “ქუთექსის” კონტროლიორი შორენა კოჩაძე. 

"ქუთექსის" ყოფილ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება. 


"ეს ადამიანები არიან რისკის ქვეშ,  შესაძლოა, ვერ მიიღონ კუთნილი ანაზღაურება. კომპანია ცდილობს ხელოვნურად გააკოტროს “ქუთექსი”, -  აცხადებს მხეიძე.

“ქუთექსის” ფირმაში 82 ადამიანია დასაქმებული, მათი საშუალო ხელფასი 350 ლარია.

სამკერვალოს თანმაშრომლებს  ხელფასის მოთხოვნის მიზნით  საპროესტო აქცია რამდენიმე თვის წინაც გამართეს. თუმცა, მაშინ კომპანიის ადმინისტარცია აცხადებდა, რომ ფინანსური პრობლემები მათე მოგავრდებოდა. მოგვიანებით, კი სამკერვალოს თანამშრომლების ადვოკატმა და პროფკავშირების წარმომადგენლის ირაკლი მხეიძის მოთხოვნით კომპანიას ყადაღა დაედო. 


Print