ახალი ამბები
ქუთაისში სკოლების ნაწილსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
FaceBook
ქუთაისში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ბუნებრივი აირის  მიწოდების შეფერხების გამო სასწავლო პროცესი ერთი დღით შეწყდა.

ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ იმ ბაგა-ბაღებში, სადაც ბუნებრივი აირის მიწოდება არ ხდება, სწავლა შეჩერდა.

"ვისაც არ ჰყავდა სახლში დამტოვებელი ვინმე, მოიყვანეს მშობლებმა ბავშვები მაინც, ელექტრო ქურა დავუდგით და თბებიან მაგით", - ამბობს დავით წიტაიშვილი. 

ქუთაისში მოსახლეობის ნახევარს ბუნებრივი აირის მიწოდება 12 თებერვალს შეუწყდა.

"სოკარ ჯორჯია გაზში" 11 თებერვალს განმარტავდნენ, რომ პრობლემა გაზსადენზე მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია.  აბონენტებს გაზის მიწოდება სრულად 13 თებერვალს აღუდგება.
Print