ახალი ამბები
თოვის გამო ქუთაისში "სპეციალური სერვისები" საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
FaceBook
ქუთაისში ინტენსიური თოვლის გამო ააიპ ,, სპეციალური სერვისები''  საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

ააიპ სპეციალურ სერვისებში აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის ქალაქში ავტოსატრანსპორტო გადაადგილება შეზღუდული არ არის, თუმცა სპეცტექნიკა სხვადასხვა ლოკაციაზე მაინც მობილიზებულია.

''
ინტენსიური ნალექის გამო " სპეციალური სერვისები" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ამ წუთებში ინერტული მასალით იტვირთება სპეც ტექნიკა. ჩვენც ხელთ არსებული 12-ვე სპეც. ტექნიკა სამუშაო მზადყოფნაშია ამჟამად", -   ამბობს გიორგი მჟავანაძე.

სინოპტიკოსების პრპგნოზიტ თოვა კიდევ ორი დღე გაგრძელდება.
Print