ახალი ამბები
რა პრობლემები შექმნა ქუთაისში ბუნებრივი აირის გათიშვამ
FaceBook
ქუთაისში, 40 ათასზე მეტ აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მათ შორისაა, საბავშვო ბაღები, სკოლები და საავადმყოფოები.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რომ მოსწავლეთა ნაკადი ბუნებრივი აირის გათიშვასთან ერთად შემცირდა.

''ბუნებრივი აირი რამდენიმე სკოლაში არ არის, ამის გამო შემცირებულია ბავშვთა ნაკადი. რადგან სკოლებში გაზის გათბობა გვაქვს, დანარჩენ დეტალებს სამინისტროსთან ვათანხმებთ", - განმარტავს მაია ცქიტიშვილი

ბუნებრივი აირი არც ბაგა-ბაღებს მიეწოდება.

ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ თუ კი ბუნებრივი აირი არ იქნება ხვალ, ბაღებში სწავლა შეწყდება.

''დღეს ბაღებში იყო სწავლა, მაგრამ ხვალ თუ არ იქნება ბუნებრივი აირი, სწავლაც, რა თქმა უნდა, შეწყდება", - ამბობს დავით წიტაიშვილი


ქუთაისში მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად 13 თებერვალს, საღამოს საათებში აღუდგება.


ამავე თემაზე:

ქუთაისში გაზის მიწოდება სრულად 13 თებერვალს აღდგება
Print