ახალი ამბები
ქუთაისში გაზის მიწოდება სრულად 13 თებერვალს აღდგება
FaceBook
ქუთაისში მოსახლეობას   ბუნებრივი აირის მიწოდება  სრულად 13 თებერვალს, საღამოს საათებში აღუდგება.
ამის შესახებ "ქუთაისიპოსტს"  "სოკარ ჯორჯია გაზის" პრესსამსახურის წარმომადგენელმა თეონა რუხაძემ განუცხადა.

აცხადებენ, რომ ჩართვები ნახევარ საათში დაიწყება, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობა არის გათიშული და ყველას აღდგენა დღეს ვერ მოხერხდება.

"ნახევარ საათში დაიწყება ჩართვები, მაგრამ ყველას აღდგენა დღეს ვერ მოხერხდება. სრულად ხვალ საღამოსთვის მოხდება ყველა აბონენტისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება", - ამბობს თეონა რუხაძე.

ქუთაისში ამ მომნტისათვის გაზი 40 000-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება.
Print