ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში შვებულებით 93-მა თანამშრომელმა ისარგებლა
FaceBook
მერიაში ამ დროისთვის სულ 309  ადამიანია დასაქმებული.

ქუთაისის მერიაში მიმდინარე წლის აგვისტოში სამსახურეობრივი შვებულებით 93-მა თანამშრომელმა ისარგებლა.
"მათგან ორი იმყოფებოდა ანაზღაურების გარეშე შვებულებაში, ხოლო საავადმყოფო ფურცელზე 5 თანამშრომელი", - ნათქვამია ქუთაისიპოსტისთვის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.
ქუთაისის აღმასრულებელ ორგანოში ამ დროისთვის სულ 309  ადამიანია დასაქმებული. 
რაც შეეხება ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს, საკრებულოში მიმდინარე წლის აგვისტოში სამსახურეობრივი შვებულებით 22-მა თანამშრომელმა ისარგებლა.

თეკლე მორგოშია
Print