ახალი ამბები
ინტერვენციულში გარდაცვლილ ფეხმძიმე ქალს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
FaceBook
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, გარდაცვლილ ფეხმძიმე ქალს კორონოვირუსი არ აღმოაჩნდა.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის პრესსამსახურის წარმომადგნელმა გიორგი ნიორაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი ქალის ანალიზი თბილისში ლუგარის ლაბორატორიულ ცენტრში იყო გადაგზავნილი, სადაც უნდა მომხდარიყო იმის დადგენა პაცინეტს ქონდა თუ არა კორონავირუსი.


''კორონავირუსი არ დადასტურდა, თუმცა რა ტიპის ვირუსი ჰქონდა გარდაცვლილს დაავადებათა კონტროლის ცენტრი შეგვატყობინებს დღის ბოლომდე", - ამბობს გიორგი ნიორაძე.

გარდაცვლილი 5 თვის ფეხმძიმე ქალი ონიდან იყო. ის თავდაპირველად ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ქუთაისში რვა თებერვლის ღამეს გადმოიყვანეს. ცხრა თებერვალს, დილით კი გარდაიცვალა.

მას ორი შვილი, ორი და ოთხი წლის მცირეწლოვანი დარჩა.



ამავე თემაზე:

ინტერვენციული ცენტრის პირველი კომენტარი ორსული ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ქუთაისის კლინიკაში ორსული ქალი გარდაიცვალა
Print