ახალი ამბები
ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის წევრი ქუთაისის მერიამ 500 ლარით დააჯარიმა
FaceBook
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, მიხეილ გეგეშიძე ქუთაისის მერიამ დააჯარიმა.

მას 500 ლარიანი ჯარიმა ერთი კვირის წინ მერიის შენობასთან გაკეთებული წარწერის გამო ამოუწერეს. მიხეილ გეგეშიძე ამბობს, რომ ჯარიმას მას უსამართლოდ დააკისრეს.


"სამ თებერვალს გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა აქცია მერიასთან, შევხვედრილვიყავით ქალაქის მერს და გუბერნატორს. მოგვესმინა კითხვებზე პასუხები მათი მხრიდან, რადგან მერთან და გუბერნატორთან შეხვედრის საშუალება არ მოგვეცა, გადავწყვიტეთ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერები გაგვეკეთებინა, რისი საშუალებაც ასევე არ მოგვეცა. ამის შემდეგ დამიწერეს 500 ლარიან ჯარიმა", - ამბობს მიხეილ გეგეშიძე.

გეგეშიძის საქმეზე პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 13 თებერვალს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.

მიხეილ გეგეშიძის თქმით, სასამართლო პროცესის შემდეგ გადაწყვეტს გადაიხდის თუ არა ჯარიმას.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა მერიის შენობის წინ აქცია სამ თებერვალს, იმერეთის გუბერნატორსა და ქალაქის მერთან შეხვედრის მოთხოვნით მოაწყვეს.


ამავე თემაზე:


"მერია მონების თავშესაფარი" - აქცია ქუთაისში (ვიდეო)



Print