ახალი ამბები
ბარბარე აშოთიას მშობლებს მერია დააფინანსებს
FaceBook

ქუთაისელ მოჭადრაკის ბარბარე აშოთიას მშობლებს  კუნძულ კრეტაზე გამგზავრება დაუფინანსეს.


ბარბარე აშოთიას დედა, თეონა მამრიკიშვილი განმარტავს, რომ ოჯახს მერიამ 1 000 ლარით დაეხმარა. კუნძულზე გასამგზავრებლად კი 670 ევრო სჭირდებათ.

'' 1000 ლარი დღეს ჩამირიცხა მერიამ, ძირითადი თანხა კი ვისესხე'', - ამბობს თეონა მამრიკიშვილი.

პატარა ჩემპიონის ოჯახმა დაფინანსება  ქუთაისიპოსტზე გასული მასალის შემდეგ მიიღო. სწორედ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ოჯახს ფინანსური პრობლემა ჰქონდათ  და ამის გამო შესაძლოა, ბარბარე ვერ გამგზავრებულიყო. 


კონკურსში, სადაც ბარბარემ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა 234 ბავშვი იღებდა მონაწილეობას, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, ჩემპიონატი 8 ტურნირად გაიმართა.  გოგნამ ამის შემდეგ საბერძნეთის საგზურიც მოიპოვა.

ბარბარე აშოთია არაერთი პრიზის მფლობელი და გამარჯვებულია. იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ტურნირი მე-3 თანრიგოსან გოგონათა შორის, ბათუმის საერთაშორისო ჩემპიონი, საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 7 წლამდე გოგონათა შორის კლასიკური ჭადრაკი, იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ტურნირი გოგონათა შორის პრიზიორი.

ნონა გაფრინდაშვილის თასის '' ც- ოპენ ო 8-გირლ" ჩემპიონი, საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 8 წლამდე გოგონათა შორის კლასიკური ჭადრაკი. საქართველო ახალგაზრდული ჩემპიონატი 8 წლამდე გოგონათა შორის სწრაფი ელვისებური ჭადრაკი ჩემპიონი. ფოთის საერთაშორისო ჩემპიონატი
8 წლის ბარბარე ევროპის საუკეთესო მოჭადრაკეთა ათეულშიც მოხვდა, სადაც მან მეექვსე ადგილი დაიკავა.


ამავე თემაზე:

8 წლის ქუთაისელი ჩემპიონი ჭადრაკში, რომელიც შესაძლოა ასპარეზობას გამოეთიშოს

 

 

Print