ახალი ამბები
იმერეთის მუნიციპალიტეტებში ,,საქმიანი ეზოები“ მოეწყობა
FaceBook

ტყითსარგებლობის გაუმჯობესებისთვის, მუნიციპალიტეტებში ,,საქმიანი ეზოები“ მოეწყობა.

საუბარია გარემოს დაცვის სამინისტროს ახალ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ხე-ტყის დამზადების პრაქტიკა შეიცვლება: ეტაპობრივად გაუქმდება სოციალური ჭრები  და  ეროვნული სატყეო სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“.

"საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ე.წ. „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას  ტრანსპორტირებას, მათთვის სასურველ პერიოდში.

მოსახლეობის სათბობი შეშით დაკმაყოფილების გარდა,  ორგანიზებული ხე-ტყის დამზადების სამუშაოები ყველა რეგიონში განხორციელდება,“ - აცხადებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ინიციატივის ფარგლებში წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, უნდა შემცირდეს ტყეზე უარყოფითი გავლენის და ხე-ტყის უკანონოდ ჭრის რისკები.

ამჟამად სამუშაოები 11 ობიექტზე მიმდინარეობს (კახეთში – ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო; იმერეთში – ზესტაფონი, სამცხე-ჯავახეთში – ბაკურიანი, ბორჯომი, წაღვერი, ასპინძა, ჩორჩანა).

Print