ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი გაორმაგდა
FaceBook
2020 წელს ქუთაისში მგზავრთა ნაკადი 43% - ით გაიზარდა. 


აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში აეროპორტით  79 759 მგზავრმა ისარგებლა. 

,,ეს მაჩვენებელი 43 % -ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა მგზავრთა რაოდენობამ 55 895 შეადგინა," - აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.

მათივე ცნობით, გაზრდილია ავიარეისების რაოდენობაც: 2019 წლის იანვარში აეროპორტში სულ 188, ხოლო 2020 წლის იანვარში 270 ავიარეისი შესრულდა. 


აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ 7 გასასვლელი ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს.


Print