ახალი ამბები
ქუთაისის მერია საზოგადოებრივი საპირფარეშოს რემონტისთვის ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერიამ, საზოგადოებრივი საპირფარეშოს აუქციონზე გაყიდვის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ,  მის რემონტზე  ტენდერი  (NAT200003242) გამოაცხადა.
ქალაქის ცენტრალურ ბაღში არსებული საპირფარეშოს  რემონტისთვის  მერია 77 188 ლარს გადაიხდის. 

წინადადებების მიღება 17 თებერვალს იწყება და სამ დღეში, 20 თებერვალს დარულდება. 


ქუთაისში სულ ოთხი საზოგადოებრივი საპირფარეშოა. მათგან მხოლოდ ერთი, ცენტრალურ ბულვარში მდებარე შენობა ფუნქციონირებს. დანარჩენი მიტოვებული და მოუწესრიგებელია.

მერიას საპირფარეშოების აუქციონზე გაყიდვის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა, თუმცა, უშედეგოდ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში წლების განმავლობაში თავს იმით იმართლებდნენ, რომ შენობები, რომლებიც 2012 წელს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" ააშენა, სამი წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და საპირფარეშოები ქალაქს მხოლოდ  2015 წელს გადაეცა. ამის მიუხედავად, მერიამ ოთხი წლის   განმავლობაში პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო.


ამავე თემაზე:

საზოგადოებრივი საპირფარეშოები ქუთაისში, რომლითაც ვერავინ სარგებლობს (ვიდეო)
Print