ახალი ამბები
არასამთავრობოს მოწოდება ქუთაისის მერიას: შეწყდეს უპარტიო კომუნიზმი
FaceBook

არასამთავრობო ორგანიცია "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერს ბიზნესის ნაციონალიზაციაში ადანაშაულებს.

 

ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მერიის მიერ პარკირების კონკურსის გამოცხადების შესახაბ ისაუბრა. ბარათაშვილის თქმით, პოლიტიკური საკითხი, რომელიც  გამოიკვეთა, იყო პარკირების კონკურსში მონაწილე ის კომპანია, მერიის ბალანსზეა. " ეს არის კომპანია "პარკინგ სერვისი", რომელის 4 სექტემბერს დარეგისტრირდა,  სადაც დამატებით დასაქმდება 500 ადამიანი.  სწორედ ეს რესურსი მერიასთან ერთად დაეხმარება  "ქართულ ოცნებას" მოიგოს არჩევნები. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ მერიას, რომ შეწყდეს უპარტიო კომუნიზმი ნაციონალიზაციის კუთხით, რაც დღეს მერიაში ხდება, " - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.

შეხვედრაზე ქალაქის მერს არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელმა მოუწოდა, შეწყვიტოს ეს პროცესი და შექმნას ქალაქში ჯანსაღი ეკონომიკური გარემო ბიზნესის განვითარებისთვის.

ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებულ კომპანია "პარკინგსერვისში", რომელსაც მერიამ ქონება ოფიციალურად გადასცა, ამ ეტაპზე თანამშრომლები არ ჰყავთ.

თუმცა, კომპანიაში აცხადებენ, რომ სამოქმედო გეგმა უკვე გაწერილი აქვთ და ქუთაისში პარკირება მომავალი წლიდან მოწესრიგდება.

როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ, ყველა პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

Print