ახალი ამბები
ქუთაისში "დავითობას" აღნიშნავენ
FaceBook
დავითობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგებით დაიწყო.


ძეგლი ქუთაისის მერიის, საკრებულოსა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს.

სადღესასწაულო ღონისძიებები ქუთაისის შემდეგ გელათის სამონასტრო კომპლექსში გაგრძელდა, სადაც წირვა-ლოცვა ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა,  მეუფე იოანემ აღავლინა. ასევე, გაიმართა საჯარო ლექცია ,,დავით აღმაშენებლის ფენომენი" და მოეწყო თემატური ფოტო-გამოფენაც.

ღონისძიებების ფარგლებში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
Print
თეგები: #დავითობა