ახალი ამბები
„დავითობის“ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებები (პროგრამა )
FaceBook


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს (ძვ. სტ. 26 იანვარს) წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.


ქუთაისის მერიის ორგანზიებით ,,დავითობის" აღნიშვნა დილის 10 საათიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგებით დაიწყება, რის შემდეგაც გელათის მონასტერში საზეიმო წირვა ჩატარდება. 

გთავაზობთ პროგრამას, რომლის მიხედვითაც სადღესასწაულო ღონისძიებები 18:00 საათამდე გაგრძელდება: 

10:00 სთ - დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება.

11:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ფოტო-გამოფენა ,,გალობის გელათური სკოლა’’ მოეწყობა. 


11:00 სთ - ფოტო-გამოფენა  ფოტო-კინო-მატიანეს მუზეუმში - ,,დავითობის აღნიშვნა ქუთაისში."   

12:00 სთ- საზეიმო წირვა (გელათის სამონასტრო კომპლექსი).

11:30 სთ -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სულხან კუპრაშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას ,,დავით აღმაშენებლის ფენომენი’’.

12:00 სთ - მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი და ქუთაისის სიმფონიური ორკესტრი იმღერებს  გელათის მონასტერში.

13:00 სთ -  მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ჩატარდება დავითობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ფესტივალი.

14:00 სთ- ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში. დავითობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი დროებითი გამოფენა და საჯარო ლექცია გაიმართება.

18:00 სთ - დავითობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტს ზურა კობეშავიძე და მეგობრები მ. ბალანჩივაძეს სახელობის თეატრში ჩატარებენ.

Print