ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორი სამუშაო ვიზიტით 7 თებერვალს უკრაინას ეწვევა
FaceBook
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სამუშაო ვიზიტით 7 თებერვალს უკრაინას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული ხერსონის ოლქში ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე იმერეთისა და ხერსონის დამეგობრების საკითხს განიხილავს. გარდა ამისა, საუბარი შეეხება ინვესტირების საკითხს, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, 3-4 მაისს ქუთაისში დაგეგმილ საერთაშორისო ბიზნესფორუმსს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას.


ვიზიტის ფარგლებში ზვიად შალამბერიძე ოდესის ოლქის გუბერნატორს შეხვდება და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

ამასთან, დაგეგმილია ზვიად შალამბერიძის შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის უკრაინაში ვიზიტი 12 თებერვალს დასრულდება.
Print