ახალი ამბები
გარემოს დაცვის სამინისტრომ, იმერეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოავლინა
FaceBook

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, იმერეთის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 34 ფაქტი გამოავლინდა.


ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 130 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. აჭარაში დაფიქსირდა 65 ფაქტი, იმერეთში - 34, ქვემო ქართლში - 29, სამცხე-ჯავახეთში - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 13, შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში - 7-7, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 4, გურიაში კი - 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 450 მ3-მდე ხე-ტყე.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 309 ფაქტიდან,  6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

 

Print