ახალი ამბები
ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს, 6 თებერვალს, წყლის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
ქუთაისში კახიანოურის, მუხნარისა და საფიჩხიის ნაწილის დასახლებებს ექვს თებერვალს წყალმომარაგება შეუწყდება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანავე, 7 თებერვლიდან დამატებით, უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა შემდეგი ქუჩები: ა. რაზმაძე, ჯორჯიაშვილი, ახალგაზრდობა, გრ. აბაშიძე, ლეონიძე, ჭყონდიდელი, გორი, გრ. ჩორგოლიანი, დ. გურამიშვილი, დეპო,
ვ. ბაგრატიონი, ი. ევდოშილი, მ. ბალანჩივაძე, მოსკოვი, გოგოლი, ნიკო მარი, ს. მახვილაძე, ს. ხაბეიშვილი, სადგური, ფოთი, ვ. კუპრაძე, წმინდა სამება, ლომთათიძე, ჰ.გმაინერი, თამარ მეფის ნაწილი, თამარ მეფის პირველ შესახვევი და პირველი ჩიხი, წერეთლის ნაწილი და მესამე შესახვევი.

წყლის მიწოდების შეზღუდვის მიზეზად კომპანია დასახლებებში 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადასვლის მიზნით დაგეგმილი ახალ ქსელზე გადართვით
სამუშოებს ასახელებს.

Print