ახალი ამბები
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ქუთაისში მიხო ხელაშვილის ხსოვნას მიეძღვნა
FaceBook

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ლექსების საჯარო კითხვა გაიმართა.


საღამო-აქცია საჯარო ბიბლიოთეკის მიერ იყო ორგანიზებული. აქციის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით  ეს დღე პოეტ მიხა ხელაშვილის პოეზიას მიეძღვნა.

„შევარჩიეთ მიხა ხელაშვილი. ეს კაცი კარგი პოეტია.  რომ იტყვიან უსამართლოდ დასჯილი და უდროოდ წასული წუთისოფლიდან. ამიტომ გვინდა კიდევ ერთხელ მოვეფეროთ და  გავახსენოთ საზოგადოებას მისი სახელი. დღევანდელი საჯარო კითხვაც მას მივუძღვენით“, - აღნიშნა საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა გრიგოლ ქობალიანმა.


საჯარო კითხვაში მონაწილეობა მიიღეს პოეტებმა გიზო თავაძემ, ბელა უჩაძემ, ნანა გასვიანმა, ლია გვენეტაძემ, ირმა ქურასბედიანმა
მსახიობებმა: ავთო სახამბერიძემ და გიგა მიქაძემ, ასევე ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა და მკითხველებმა.

წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღეს საქართველო მეხუთე წელია რაც აღნიშნავს.

Print