ახალი ამბები
ქუთაისის წიგნის მაღაზიებში პოპულარობით ქართველი ავტორები ლიდერობენ
FaceBook

"შიშო გამოდი გარეთ", "მზე , მთავრე და პურის ყანა", "შენ საკმარისი არ ხარ" - ეს და სხვა წიგნები ყველაზე პოპულარულია ქუთაისელ მკითხველში.



ყოველ შემთხვევაში ქუთაისის "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიებში მკითხველის მხრიდან მათზე მოთხოვნა ყველაზე მაღალია.

"ადრე ასეთი ტენდენცია იყო რომ უცხოელი ავტორები ხვდებოდნენ ბესთსელერთა ათეულში. ახლა ქართველ ავტორებზეა მეტი მოთხოვნა. რაც უდაოდ სასიხარულოა", - ამბობს ნანა ჭედია, "ბიბლუსის" ქუთაისის ერთ- ერთი ფილიალის წარმომადგენელი.

ქუთაისის წიგნის მაღაზიაში ბესთსელერთა სიაში მსოფლიო კლასიკად აღიარებული წიგნებიც შედის: სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში", ჰარპერ ლის " ნუ მოკლავ ჯაფარას" ჯოან როულინგის "ჰარი პოტერი".

თემურ ბაბლუანის წიგნი "მზე, მთავრე და პურის ყანა" ლიდერობს წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსას" ქუთაისის ფილიალშიც.

ბესთსელერთა შორისაა კონკრეტული ჟანრის ლიტერატურად, კერძოდ, ფანტასტიკის ჟანრი.

"გაიზარდა მოთხოვნა ფანტასტიკის ჟანრზე და კონკრეტულად სამეცნიერო ფანტასტიკის მიმართ", - აღნიშნავენ სანტა ესპერანსაში.

შესაბამისად, აიზეკ აზმოვის წიგნები ლიდერთა სიაშია.

ქუთაისის წიგნის მაღაზიებში მკითველის მხრიდან ყველაზე მოთოვნადი წიგნების ათეული დაახლოებით ასე გამოიყურება: თემურ ბაბლუანი - "მზე"; მთავრე და პურის ყანა",, ნათია ფანჯიკიძე - "შიშ გამოდი გარეთ", ნინო მკალავიშვილის "შენ საკმარისი არ ხარ" ელიფ საფაქის "სიყვარულის ორმოცი წესი", "აღიარება ხელისგულზე" თათული ღვინიანიძე. სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში",ჰარპერ ლის " ნუ მოკლავ ჯაფარას", ია კარგარეთელი "სხვა უდაბნოს საიდუმლო", აიზეკ აზიმოვი "დასაბამი", რეიჩელ ლიპინკოტის "ორი ნაბიჯი შენამდე".

 

Print
თეგები: #წიგნები