ახალი ამბები
ტურიზმის ადმინისტრაცია - საქართველოში მოგზაურთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
FaceBook
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, 2020 წლის იანვარში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია.


ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში საქართველოს  633,201 საერთაშორისო  მოგზაურთა ეწვია. რაც 86,471-ით მეტია 2019 წლის  მაჩვენებელზე. აღნიშნულის ფონზე, ზრდა წინა წლის იანვართან შედარებით +19.8%-ია.

,,საერთაშორისო მოგზაურთა კუთხით  საქართველოში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ახალი მნიშვნელოვანი მონაცემები გვაქვს უშუალოდ ტურისტული ვიზიტების ზრდის კუთხითაც, რომელმაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18,9%-ით გადააჭარბა.   იანვრის თვის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პირდაპირ უკუკავშირი იმ აქტივობებთან, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაატარა 2019 წელს  მარკეტინგული აქტივობების თუ სხვა კუთხით საერთაშორისო არეალზე. აქედან გამომდინარე ჩვენ ერთობლივი ძალებით მივიღეთ ის შედეგი, რომელიც არის რეკორდული და ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი," - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 2020 წლის იანვარის დეტალური სტატისტიკური მონაცემები ასეთია:  ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+34.9%), სომხეთიდან (+17.5%), რუსეთიდან (+1.1%)  და  თურქეთიდან (+16.6%) შედგა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან.  საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: იტალია +133.1%, პოლონეთი +82.9%, საფრანგეთი +46.8%, ლიეტუვა +43.7% და სხვა. 2020 წლის იანვარში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +57.3%, საუდის არაბეთი +49.8%, ყაზახეთი +44.8%, ქუვეითი +44.6% და სხვა.

2019 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.3 მილიარდ დოლარს (ზრდა +1.4%), რაც 47 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


Print