ახალი ამბები
EMC ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება
FaceBook
ადამიანის უფლებების და მონიტორინგის ცენტრი EMC ბაღდათში, 3 თებერვალს, გვიან ღამით მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება.

"სოციალური დაცვის არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს სოციალურ სიდუხჭირეში მყოფი ადამიანების რეალურ გაძლიერებას და მათ მხარდაჭერას, დაძლიონ სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობა. არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ სოციალური უზრუნველყოფის საბიუჯეტო წილის ყოველწიური ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის უცვლელი რჩება.. ამასთან, UNICEF-ის კვლევის თანახმად, ბავშვიან შინამეურნეობებში სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია.

ამ მაჩვენებლების მიუხედავად, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა და ოჯახთა რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში შემცირდა და მთლიანი მოსახლეობის 12 %-ია.სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსების სიმწირის გამო, ათიათასობითღარიბი ოჯახი ვერ იღებს სოციალურ შემწეობასა და სხვა სერვისებს, რომელიც სოციალურად დაუცველის სტატუსთან არის დაკავშირებული.
სოციალური დაცვის სისტემაში რესურსების სიმწირესთან ერთად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის

ხარვეზიანობა, იმდენად, რამდენადაც, ამ მეთოდოლოგიით ვერ ხერხდება სოციალურად მოწყვლადი შინამეურნეობების ეფექტიანი გამოვლენა.დღემდე სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს, რასაც ადასტურებს NDI-ს და CRRC-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის შედეგები სახელმწიფოს ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც დღის წესრიგიდან მუდმივად განდევნის საზოგადოებრივ ინტერესს და ჩვენს ყოველდღიურობას კერძო ინტერესსა და მათი მოგების ზრდის მიზანს უქვემდებარებს, წარმოქმნის ეკონომიკური უთანასწორობის იმ მასშტაბებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სიღარიბისთვისა და დაუცველობისთვის სწირავს.


ამ მოცემულობაში კი, მიზნობრივი სოციალური დახმარება, პენსია და სხვა სახის სოციალური დახმარებები სოციალური დაცვის და ადამიანთა ფიზიკური გადარჩენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება, რაც თავისმხრივ, მოსახლეობის 60%-ზე მეტს პირდაპირ დამოკიდებულს ხდის''- ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.
ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე 3 თებერვალს გვიან, ღამით მომხდარ ტრაგედიას ორსული დედა, 4 მცირე წლოვანი ბავშვი და ოჯახის ახლობელი ემსხვერპლა, გავრცელებული ინფორმაციით, მეხუთე გარდაცვლილი ბავშვების ბებიაა.

სახლი სადაც ტრაგედია მოხდა 8 ადამიანი ცხოვრობდა, გარდაცვლილი ქალის მეუღლე და დედა ხანძრის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ, ამჟამად ისინი ნათესავთან, სოფელ წითელხევში არიან.


Print