ახალი ამბები
ბაღდათში, ხანძრის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან
FaceBook

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანძრის ადგილზე, სადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, პოლიცია და მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.


ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან, რათა ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა მოხდეს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში 3 თებერვალს, გვიან ღამით საცხოვრებელი სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი, ორი ქალი და 4 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.

ადგილობრივების თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახი გასათბობად ბუხარს იყენებდა და შესაძლოა, ხანძარიც ამან გამოიწვია.

შემთხვევის მომენტში ადგილზე არ იმყოფებოდა ბავშვების მამა და ბებია.




ამავე თემაზე:


ბაღდათში გაჩენილ ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გააუქმა
Print