ახალი ამბები
ბაღდათში გაჩენილ ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა
FaceBook

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბაღდათში, 3 თებერვალს, გვიან ღამით საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა.


უწყების ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე გამოძახებიდან 2 წუთში მივიდნენ, თუმცა ამ დროისათვის ცეცხლი მთელ სახლში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველები ცეცხლმოდებულ სახლში შევიდნენ, მათ ადგილზე თავდაპირველად 5 ადამიანის ცხედარი დახვდათ, მე-6 გარდაცვლილი კი მოგვიანებით იპოვეს.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის მიზეზი.

როგორც ქუთაისიპოსტს ადგილობრივებმა  განუცხადა, ხის, ზველ სახლში  სოციალურად დაუცველი ოჯახი ბავშვებთან ერთად თვითნებურად იყო შესახლებული. 


Print