ახალი ამბები
გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მშობლებს რეკომენდაციებს აძლევენ
FaceBook

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაცის ავრცელებს


როგორც ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს,  მშობლებმა სკოლაში არ გაუშვან ბავშვები, თუ მათ ტემპერატურა დაუფიქსირდებათ. 

,,თუ ბავშვს ტემპერატურა აქვს, მშობლებმა ის სკოლაში არ უნდა გაუშვან, ექიმთან წაიყვანონ," - აცხადებს ამირან გამყრელიძე. ის  ასევე მოქალაქეებს ურჩევს, ვირუსების თავიდან ასაცილებლად, საჭირო აცრები ჩაიტარონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საჯარო სკოლების ადმინისტრაციასაც მოუწოდებს დაიცვან უსაფრთხოების წესები. 

„სკოლებმა გრიპის სეზონი უნდა გაითვალისწინონ. ქვეყანაში რესპირაციული ინფექციების სეზონია და ყველა სკოლამ, სააღმზრდელო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა - ბავშვებისთვის სუფთა გარემოს შექმნა, ხელების ხშირად დაბანა, სკოლები ხშირად განიავდეს, ხშირად მოხდეს დაალგება სველი წესით, ჰქონდეთ საპონი და ინფექციის კონტროლის საშუალება'' - ნათქვამია დაავადებათა კონტოლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში.

 

Print