ახალი ამბები
"მერია მონების თავშესაფარი" - აქცია ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მერიის შენობის წინ  მოძრაობა "შეცვალეს" რამდენიმე წევრმა საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის წევრები  აცხადებენ, რომ ისინი ქვეყანაში არსებულ შერჩევით სამართალს აპროტესტებენ. რამდენიმე მათგანმა შენობის შიგნით შეჭრა სცადა, თუმცა, ადგილზე მობილიზებლმა დაცვის თანამშრომლებმა  ამის უფლება არ მისცეს. 

"მერია მონების თავშესაფარი, "მელოტი კუ" და "უნიათო ხელისუფლება" - აქტივისტები ამ სლოგანით მერიის წინ შეიკრიბნენ. 

“შევიკრიბეთ, რათა უნიათო მთავრობას შევახსენოთ, რომ ყველას ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვი
ჭერენ. ცდილობენ, ჩვენი მუხტი ჩააგდონ, მაგრამ არ გამოუვათ. ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი, მათმა მხარდამჭერებმა კვერცხები დაუშინეს კულტურულ ძეგლებს, მაგრამ არავინ დასჯილა. ქვეყნის სიყვარული ისჯება, სამაგიეროდ, ქვეყნის სიძულვილს პრემიებით ასაჩუქრებენ. ბოლო მოუღეს ქალაქს და უნდა გადადგეს ორი "მელოტი კუ" მერი გიორგი ჭიღვარია და გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე. ჩვენ დავასრულებთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო გამოსვლას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა აქციის წევრებსა და  დაცვის თნამაშრომლებს შორის.



ხმაური "მელოტი კუს" დაწერას მოჰყვა, რომლის უფლებას   დაცვის წევრები არ აძლევდნენ.

Print