ახალი ამბები
ლაშა ტალახაძემ რომში სამი მედალი მოიპოვა
FaceBook
ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ იტალიაში გამართულ მსოფლიო თასზე გამარჯვება მოიპოვა.
იტალიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ატაცში 200/210/215კგ. დასძლია და პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255 კილოგრამით.

sportall.ge-ის ინფორმაცით, მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა: ტალახაძემ 3 ოქრო, ანტონ პლესნოიმ 3 ოქრო, შოთა მიშველიძემ 3 ვერცხლი, გოგა ჩხეიძემ კი - 2 ბრინჯაო.
Print