ახალი ამბები
ქუთაისის პროფესიულ სასწავლებელს რეკონსტრუქცია უტარდება
FaceBook

საზოგადოებრივ კოლეჯ "იბერიას" სრული რეაბილიტაცია უტარდება.


შენობაში უკვე შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო სპორტული დარბაზი, საკონფერენციო ოთახი, დამონტაჟდა ახალი სანათები, შეიცვალა იატაკი, მოწესრიგდა ფასადი. სამუშაოების დასრულებამდე სტუდენტები სასწავლო პროცესს დროებით სხვა შენობაში აგრძელებენ.


შენობის რეკონსტრუქცია მარტის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

მიმდინარე სამუშაოებს იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე პროფესიული სასწავლებლის დირექტორ ირაკლი ავალიანთან ერთად გაეცნო.

რეაბილიტაციის პროექტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 1 600 000 ლარით აფინანსებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ სასწავლებელში 300-ზე მეტი სტუდენტი შეძლებს სწავლას. ამ ეტაპზე სსიპ კოლეჯში ,,იბერია" 15-მდე სპეციალობის შესწავლაა შესაძლებელი. კოლეჯს აქვს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი საერთო საცხოვრებელი, სადაც რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ცხოვრება, სწავლების კურსის დასრულებამდე უფასოა.

 

Print