ახალი ამბები
ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს
FaceBook
საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებმა კლუბის გადარჩენის მოთხოვნით აქცია-პერფომანსი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მოაწყვეს.

აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი აქცია-პერფომანსის მიზანი ცენტრალური ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენა და საკითხით დაინტერესებაა.

"გვინდა ჩვენს შვილებს შევუნარჩუნოთ ნაკრები. ვითხოვთ "ტორპედოს" გადარჩენას. წელიწადი სრულდება უკვე ხელფასები და დავალიანებები არ გაიცემა", - ამბობს ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი, ბაქარ მელაძე.

ქუთაისის „ტორპედო“ რამდენიმე  თვეა ინვესტორის გარეშეა.  ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დატოვა.

ქუთაისის მერია კვლავ პოტენციურ ინვესტორთან მოლაპარაკებაზე საუბრობს.

"ტორპედოს" ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მერიაზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ იტალიელ ინვესტორთან ფაბიო მანინთან შეთანხმება მიღწეული იყო და ხელშეკრულება რამდენიმე დღეში უნდა გაფორმებულიყო.
Print