ახალი ამბები
გოგი წულაიამ ივანიშვილს წერილი გაუგზავნა
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე, გოგი წულაიამ ქუთაისიდან ფოსტით ბიძინა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა.
წერილში ის გაერთიანებული წყალმომარაგების, ენერგო-პრო ჯორჯიასა და ქუთაისის მერიიდან მიღებული მონაცმებზე დაყრდნობით იმ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს, რომელიც ქუთაისში მცხოვრებლებს აწუხებთ. 

"2019 წელს ქუთაისში დენი 18 000 აბონენტს ჩაეჭრა, 2016-ში ეს ციფრი 12 000 იყო, ანუ, გაზრდილია 6 000 აბონენტით, რომლებიც არიან გადახდის უუნაროები ან დატოვეს საქართველო. 

2017 წელს წყალი 7 578  აბონენტს ჩეჭრა, 2018 წელთან შედარებით ეს მონაცემი 4 000-თაა გაზრდილი. ეს არის კატასტროფული ციფრები. მადლიერების სახლზე ქუთაისის მერიამ მომწერა რომ ნახევარ მილიონ ლარს ხარჯავენ სოციალურად დაუცველთა კვებაზე. ბიძინა ივანიშვილო, გიგზავნი ამ ციფრებს, იმიტომ რომ გეტყობა გიმალავენ, რადგან გამოდიხარ და იძახი, რომ ყველაფერი მშვენივრადაა ამ ქვეყანაში. ამისთვის უნდა დარჩე, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს დენ, წყალ და გაზ ჩაჭრილთა რიცხვი?!", - აცხადებს გოგი წულაია. 

მისივე თქმით, "სოკარ ჯორჯია გაზმა" აღნიშნული მონაცემები არ მოაწოდა.
Print