ახალი ამბები
"ტორპედოს" თანამშრომლები შიმშილობას აანონსებენ
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოს" გუნდში დარჩენილი თანამშრომლები და გულშემატკივრები 1 თებერვლიდან საპროტესტო  გამოსვლებს აანონსებენ.
ისინი, დღეს 31 იანვარს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შეიკრიბებიან და აქციას გამართავენ. ასევე, აცხადებენ, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდა შიმშილობას დაიწყებენ.

ამის შესახებ"ტორპედოს" მწვრთნელებმა, ადმინისტრაციის თანამშრონლებმა და გულშემატკივრებმა საგანგებო პრესკონფერენცია განაცხადეს. მათ გუნდში არსებულ პრობლემასა და "ტორპედო" უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხეზე ისაუბრეს. მათი თქმით, ინვესტორი მზადაა გუნდის შესაძენად და აუცილებელია, დროული რეაგირება. 

ქუთაისის „ტორპედო“ რამდენიმე  თვეა ინვესტორის გარეშეა.  ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დატოვა.

ქუთაისის მერია კვლავ პოტენციურ ინვესტორთან მოლაპარაკებაზე საუბრობს.

"ტორპედოს" ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მერიაზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ იტალიელ ინვესტორთან ფაბიო მანინთან შეთანხმება მიღწეული იყო და ხელშეკრულება რამდენიმე დღეში უნდა გაფორმებულიყო.
Print