ახალი ამბები
ზესტაფონში 20 კილო მარიხუანის კულტივაციისთვის პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს
FaceBook
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ, დიდი რაოდენობით მარიხუანას კულტივაციის საქმეზე ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ოთხწლიანი პირობითი მსჯავრი და 4000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.

საქმე ეხება 20 კგ-მდე მარიხუანას კულტივაციას, რომელზეც ბრალდებულს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. სხდომას "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე და პარტიის სხვა წევრები ესწრებოდნენ.



Print