ახალი ამბები
8 წლის ქუთაისელი ჩემპიონი ჭადრაკში, რომელიც შესაძლოა ასპარეზობას გამოეთიშოს
FaceBook

ქუთაისელი მოჭადრაკე, 8 წლის ბარბარე აშოთია საქართველოს ჩემპიონი გახდა.


შეჯიბრი 9 წლამდე გოგონათა შორის გაიმართა, სადაც 8 წლის ბარბარე 8,5 ქულა დააგროვა, დანაკარგის გარეშე და საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად საბერძნეთის საგზურიც მოიპოვა, სადაც ის  ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.


კონკურსში, სადაც ბარბარემ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა 234 ბავშვი იღებდა მონაწილეობას, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, ჩემპიონატი 8 ტურნირად გაიმართა.


ბარბარე აშოთიას დედის, თეონა მამრიკიშვილის თქმით, ბარბარემ ჭადრაკზე სიარული,  დიდი ბაბუის პატივსაცემად დაიწყო, მწვრთნელმა კი,  საბოლოდ შეაყვარა ჭადრაკი.

''პატარა, რომ იყო თოჯინებს ორ მხარეს დააჯენდა და სვლებს აკეთებდა, ძალიან მიზანდასახული და შრომისმოყვარეა , მიჭირს ჩემს შვილზე საუბარი,მაგრამ ეს ის შემთხვევაა როდესაც ვაღიარებ, რომ ის თავდაუზოგავად შრომობს, ღამის პირველი საათი ისე გამხდარა ვერც კი გაუგია მწვრთნელთან ერთად. დილით კი 10 საათზე მეორე მწვრთნელთან აგრძელებს მეცადინეობას", - ამბობს პატარა მოჭადრაკის დედა.

თეონა მამრიკიშვილით თქმით, ბარბარემ საბერძნეთის საგზური მოიგო, თუმცა 8 წლის ჩემპიონს კუნძულ კრეტაზე საასპარეზოდ მშობლები მარტო ვერ უშვებენ, ბარბარეს ოჯახი აპირებს, ადგილობრივ მერიას დაფინანსების თხოვნით მიმართოს.

''კუნზულ კრეტაზე დაფინანსება, ცხადია, მარტო ბავშვმა მიიღო, მაგრამ 8 წლის გოგონას იმხელა გზაზე მარტო როგორ გავუშვებთ. ამიტომაც რომ წავყვე ამის ხარჯი არ გვაქვს და გვჭირდება დახმარება. ამისთვის კი 670 ევრო გვჭირდება ",- ამბობს საქართველოს ჩემპიონის დედა. მისი თქმით, დაფინანსების მიღების თხოვნით ოჯახი  ქუთაისის მერიას მიმართავს. 

ბარბარეს ოჯახს გადაწყვეტილების მისაღებად დრო 10 თებრვლამდე აქვთ.

მერიაში, განმარტავენ, რომ ოჯახს განცხადება არ შეუტანია და ჯერჯერობით არ იციან, დააფინანსებენ თუ არა პატარა ჩემპიონის ოჯახს.

ბარბარე აშოთია არაერთი პრიზის მფლობელი და გამარჯვებულია. იმერეთის ღია საკვალიფიკაციო  ტურნირი მე-3 თანრიგოსან გოგონათა შორის, ბათუმის საერთაშორისო ჩემპიონი, საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 7 წლამდე გოგონათა შორის კლასიკური ჭადრაკი, იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ტურნირი გოგონათა შორის პრიზიორი.

ნონა გაფრინდაშვილის თასის '' c- open o 8-girl" ჩემპიონი, საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 8 წლამდე გოგონათა შორის კლასიკური ჭადრაკი. საქართველო ახალგაზრდული ჩემპიონატი 8 წლამდე გოგონათა შორის სწრაფი ელვისებური ჭადრაკი ჩემპიონი. ფოთის საერთაშორისო ჩემპიონატი
8 წლის ბარბარე  ევროპის საუკეთესო მოჭადრაკეთა ათეულშიც მოხვდა, სადაც მან მეექვსე ადგილი დაიკავა.

8 წლის ბარბარე აშოთია და მისი ოჯახი, დაფინანსების განცადების თხოვნის შემდეგ ელოდება ქუთაისის მერიის პასუხს, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს პატარა მოჭადრაკის საჭადრაკო ისტორია.

Print