ახალი ამბები
მეტალურგიული ქარხნის მუშებმა აქცია შეწყვიტეს
FaceBook
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე მეტალურგიული ქარხნის მუშებმა აქცია ექვსდღიანი პროტეტსის შემდეგ შეწყვიტეს.

"განვაახლეთ მუშაობა იმ იმედით, რომ ადმინისტრაცია ჩვენს პირობას ეტაპობრივად შეასრულებს", - ამბობს ქარხნის ერთ-ერთი მუშა რამინ მარგველაშვილი.

პროკვავშირების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ქარხნის ადმინისტრაცია მოთხოვნების შესრულებაზე უნდა წავიდეს.


'' შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები შედგა, მუშებმა აქცია შეწყვიტეს და მუშაობა განაახლეს, თუმცა მათი მოთხოვნებიდან ჯერჯერობით არაფერია შესრულებული, მუშების გადაწყვეტილებით ადმინისტაციასთან მოლაპარაკებები სამუშაოს შესრულების პარალელურად გრძელდება, მოლაპარაკებები ფორმალურია და ჯერჯერობით არანაირ დოკუმენტზე მათ ხელი არ აქვთ მოწერილი ''-, ამბობს საქართველოს პოფესიული გაერთიანებით წარმომადგენელი ირაკლი მხეიძე.


მეტალურგიული ქარხნის მუშებმა აქცია 19 იანვარს დაიწყეს და ის 6 დღე გრძელდებოდა, ამ დროის განმავლობაში ქარხანა გაჩერებული იყო.

ქუთაისში, შპს "ამბიკონ სტილსის" 200 –მდე მუშა ექვსი დღე გაფიცული იყო. მეტალურგიულ ქარხანაში ამჟამად საქართველოს 200-მდე და ინდოეთის 60-მდე მოქალაქე მუშაობს.
Print