ახალი ამბები
"ქუთაისში ვიცე-მერის პარტნიორები იგებენ ტენდერებს"
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა შუშანია ქუთაისის ვიცე-მერს იუზა უგულავას კორუფციაში ადანაშაულებს.
გიგა შუშანიას თქმით, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორის კომპანიას მასზე მორგებულ სახელმწიფო შესყიდვებს უცხადებენ. მისივე თქმით, ეს კომპანია "ლიკო 1" -ია, რომელიც ქუთაისსა და თბილისში ტენდერებს იგებს. შუშანიას განმარტებით, აღნიშნული კომპანია, ძირითადად, ძელსკამების მოწყობაზე მუშაობს და აკეთებს ერთი და იგივე ზომებისა და ფორმის ძელსკამებს ორივე ქალაქში.

"ვიცე-მერის პარტნიორები იგებენ ტენდერებს. ეს არის კონკრეტულ ადამიანებზე მორგებული ტენდერი. ვიცე-მერი, იუზა უგულავა კურირებს ქუთაისში სახელმწიფო შესყიდვებს. ჯამში, 800 000 ლარამდე არის დახარჯული ბიუჯეტის თანხა, ქუთაისის ბიუჯეტიდან კი 300 000 ლარი. ნორმალურ ქვეყანაში ამაზე გამოძიება დაიწყებოდა, თუმცა ფარცხალაძის პროკურატურა კორუფციით რომ არ დაინტერესდება ამაზე ილუზია არავის აქვს საქართველოში", - აცხადებს გიგა შუშანია.

ქუთაისის მერიაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
Print