ახალი ამბები
ქუთაისში სასაფლაოები გაქურდეს
FaceBook
ქუთაისში საფიჩხიის სასაფლაოდან ბიუსტები მოიპარეს.

"ქართული ტრადიციები 2011"-ის ინფორმაციით, ქურდობის ფაქტი 28 და 29 იანვარს მოხდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის მაია ყუფარაძის თქმით, მოპარული ბიუსტები ჭირისუფალებმა შენიშნა. 

შინაგან საქმეთა სამინსიტროში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მიცვალებულთა უპატივცემულობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

Print