ახალი ამბები
„რთულია მოძებნო ინვესტორი, რომელიც რამდენიმე მილიონის ინვესტიციას  განახორციელებს“
FaceBook

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ გასხვისებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული ისევ არ არის.


ქუთაისის მერია კვლავ პოტენციურ ინვესტორთან მოლაპარაკებაზე საუბრობს, კლუბის გულშემატკივრები კი,  ადგილობრივი ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ყოველდღე ელოდებიან.

გულშემატკივრებს ქუთაისის მერმა დღეს კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედი, როცა განაცხადა, რომ იტალიელ ინვესტორთან, რომელიც კლუბის ერთადერთ დამფინანსებლად მოიაზრება, შეთანხმება მიღწეული ჯერ კიდევ არ არის.


„მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლის დასრულების შემდეგ გაცნობებთ ინფორმაციას. ინვესტორი  მეორედ ჩამოვიდა უკვე, იქნება მასთანაც შეხვედრა. ყველა ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს საკითხი  დადებითად გადაწყდეს.  სენსიტიური თემაა, საკმაოდ რთულია მოძებნო ინვესტორი, რომელიც რამდენიმე მილიონს განახორციელებს ქალაქში“, - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.


"ტორპედოს" ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მერიაზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ იტალიელ ინვესტორთან ფაბიო მანინთან შეთანხმება მიღწეული იყო და ხელშეკრულება რამდენიმე დღეში უნდა გაფორმებულიყო.


Print
თეგები: #ტორპედო