ახალი ამბები
მაშველებმა უშბას ნაპრალში ჩავარდნილი გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მესტიის რაიონში, უშბაზე მყოფ გერმანელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს.

მესტიის რაიონში, მწვერვალ უშბის მიმართულებით მიმავალ, გერმანელ ტურისტებს მაშველების დახმარება ესაჭიროებოდათ, ერთ-ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა დაზიანებული და ძლიერი ტკივილების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა.
ნაპრალში ჩავარდნილ ტურისტს გადაადგილება არ შეეძლო, მაშველებმა იგი დაახლოებით 10 კმ. ფეხით სავალ გზაზე, სოფ. ბეჩომდე ხელით ჩამოიყვანეს, საიდანაც დაშავებული ტურისტი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის მიერ მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაკარგული და დაშავებული ტურისტები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მესტიის მეორე სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების 7 კაციანი და სასაზღვრო პოლიციის 6 კაციანი ჯგუფმა ჩამოიყვანა.
Print