ახალი ამბები
ბაგრატის ტაძრის გალავნიდან გადმოვარდნილი არასრულწლოვანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება
FaceBook
ბაგრატის ტაძრის გალავნიდან, გადმოვარდნილი არასრულწლოვანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ტრამვას გართულებები არ მოჰყოლია.

''მოზარდს აღენიშნებოდა ქალატვინის ტრავმა, გართულებები არ არის, ამჟამად ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება, კლინიკაში ის კიდევ რამდენიმე დღე დარჩება", -  აცხადებენ ინტერვენციულ მედიცინის ცენტრში.

13 წლის, რუსი ტურისტი 28 იანვარს, ბაგრატის ტაძრის გალავნიდან გადმოვარდა.

თვითმხილველთა თქმით, ბიჭი გალავანზე ფოტოს გადასაღებად ავიდა, გალავანზე მას ფეხი დაუცდა და გადმოვარდა, ადგილზე იყვნენ მოზარდის მშობლებიც.

Print