ახალი ამბები
ქუთაისის მერიის პრესსამსახურს ახალი თანამშრომელი დაემატა
FaceBook

ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ახალი თანამშრომელი დასაქმდა.

როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, ხათუნა თავაძე ადმინისტრაციულ სამსახურში ხელშეკრულებით აიყვანეს და საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით იმუშავებს.

მერიაში თანამშრომლების რაოდენობის ზრდას პროფესიონალი კადრების საჭიროებით ხსნიან.
"ხათუნა არის ჟურნალისტი და აქვს დიდი გამოცდილება, პროფესიონალი კადრები კი საჭიროა",  - ამბობენ  პრესსამსახურში.
ბოლო სამ თვეში მერიის პრესსამსახურს ორი თანამშრომელი დაემატა. გასული წლის ოქტომბრის თვეში, განყოფილებაში ირმა მარდალეიშვილი დასაქმდა.

ქუთაისის მერის პიარზე ახლა უკვე ექვსი თანამშრომელი "ზრუნავს".

Print