ახალი ამბები
ქალაქის ცენტრში, ქუთაისში დაბადებული პოლონეთის პრეზიდენტის სახელობის სკვერი გაიხსნა
FaceBook

ქუთაისში ქართულ- პოლონური მეგობრობის სკვერი გაიხსნა, რომელსაც  ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელი მიენიჭა.


იგი პოლონეთის პრეზიდენტი გახლდათ მეორე მსოფლიო ომის დროს. ვლადისლავ რაჩკევიჩი ქუთაისში 1885 წელს დაიბადა. ე.წ. პოლონელების უბანში  და 1900 წლამდე აქ ცხოვრობდა.

იმერეთს მესამე დღეა პოლონეთის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობს. ისინი ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერს ეწვივნენ და ქალაქის ხელმძვანელებთან ერთად პატივი მიაგეს ვლადისლავ რაჩკევიჩის ხსოვნას.


პოლონური მხარის ინიციატივით სკვერში ვლადისლავ რაჩკევიჩის ბიუსტიც დაიდგმება, რომელსაც პოლონელი მოქანდაკე გააკეთებს. 
იგი 2 მაისს, ქუთაისქალაქობაზე საზეიმოდ გაიხსნება.

 

Print