ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა
FaceBook
ქუთაისის, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ რკინის რეკონსტრუქცია ძლიერი ქარის გამო ჩამოიშალა. ის აეროპორტში სამშენებლო სამუშაოების გამო იდგა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავაბულა.

"გარე ფასადის მოპირკეთების სამუშაოები სრულდებოდა. შავი ბადეებით იყო შემოსაზღვრული ტერიტორია და გარე, უცხო პირი ვერ შევიდოდა", - ამბობს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურის წარმომადგენელი, ანა ბარამიძე.

ქუთაისის, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლომის სამუშაოები მიმდინარეობს.
Print