ახალი ამბები
ჩინეთიდან, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება
FaceBook
ჩინეთიდან, ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეებიის ევაკუაცია იგეგმება.

უხნაიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ ისაუბრა, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარიძემ.

„ჩვენ იმდენად აქტიურ პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ, რისკი აქედან გამომდინარე არის დაბალი. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშანვს იმას, რომ ეს საფრთხე შეიძლება არ დადგეს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავიყვანოთ მინიმუმადე საფრთხის გაჩენის რისკი''-, აცხადებს ეკატერინე ტიკარიძე.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დღის მეორე ნახევარში მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მოხდება საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უხანიდან.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ჩინეთიდან დროებით პირდაპირი ფრენები შეწყდება.


წყარო: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ამავე თემაზე:

ჩინეთიდან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდება
Print