ახალი ამბები
ჩინეთიდან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდება
FaceBook
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდება.

ეკონომიკისა დ ამდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველო ნაკლებად საშიშ ზონაშია, მაგრამ მშვიდად ყოფნისთვის ფრენები დროებით შეწყდება.

„ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები ჩართულები ვართ ერთიან საკოორდინაციო ჯგუფში და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები გატარდეს. ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე ხორციელდება სკრინინგი და ჩვენც ვართ ამაში ჩართულები, თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად, ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე აუცილებელი იყო.

წყარო : ინტერპრესნიუსი
Print